02:08 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 15:32:55, 574 ნახვა

მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების რაიმე პროგრესზე საუბარი ჯერ შეუძლებელია, რადგან მხარეებს კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.

„არავის უთქვამს, რომ მხარეები წინ წავიდნენ, ვინ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის წინსვლაა?!“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ მოლაპარაკებების გუშინდელი რაუნდი დადებითი იყო.

ამასთანავე, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, „გაარკვიონ ნიუანსები“ და ყურადღებით წაიკითხონ გუშინ გაკეთებული განცხადებები.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბულში გუშინ გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics