|
2022-03-30 13:26:13, 669 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს - მარიუპოლში ჰუმანიტარული პრობლემება გადაიჭრება, თუ უკრაინელები იარაღს დაყრიან
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინასი არსებული ვითარება განიხილეს. „ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაციის ასპექტების შესახებ, მათ შორის, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების კონტექსტში“, - ნათქვამია განცხადებაში. კრემლში განაცხადეს, რომ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ჰუმანიტარულ საკითხებს დაეთმო. „რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას ზომების შესახებ აცნობა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად მიიღეს, მათ შორის, მარიუპოლიდან“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთანავე, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც უკრაინელი სამხედროები იარაღს დადებენ. „უკრაინელმა ნაციონალისტმა ბოევიკებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და ჩააბარონ იარაღი, რათა მოგვარდეს მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია ამ ქალაქში [მარიუპოლში] ", - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)