|
2022-03-30 11:37:50, 602 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა გაერო-სგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს
უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონის დემილიტარიზაციისთვის და იქ სპეციალური მისია გაგზავნონ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საწყობში რუსეთის ბელგოროდში მოხდა საბრძოლო მასალის უნებართვო აფეთქება. „ეს არის ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ უგულებელყოფს რუსეთი უსაფრთხოების ზომებსა და როგორ იყენებს მეორე მსოფლიო ომის სახიფათო საბრძოლო მასალას მასიურად. გუშინ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გააფრთხილა საბრძოლო მასალის თვითაფეთქების შესახებ, რომლის უზარმაზარი საწყობი იყო რუსეთი. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ჩერნობილის ზონიდან", - განაცხადა მან. ამასთანავე, ირინა ვერეშუკმა ხასგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში რუსი სამხედროების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური ქმედებები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, აარამედ სობით მილიონ ევროპელსაც. „ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გაეროს-ს უშიშროების საბჭოსგან დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გამორიცხვის ზონის დეილიტარიზაციისთვის და იქ გაეროს სპეციალური მისიის გაგზავნისთვის, რათა აღმოიფხვრა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის განმეორების რისკი, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად", - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)