|
2022-03-29 15:35:55, 801 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი - რუსეთის აგრესიით მიღებული ზარალი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან გამოწვეული ზარალი, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას უკვე მიადგა და კიდევ მიადგება, 1 ტრილიონ დოლარს აღემატება. როგორც დენის შმიგალმა „ინტერფაქსთან" საუბრისას აღნიშნა, ირიბად გამოთვლილი ზარალი, მომდევნო წლებში დანაკარგების გათვალისწინებით, ტრილიონ დოლარზე მეტია. მისი თქმით, პირდაპირი კომპონენტი ინფრასტრუქტურული დანაკარგია, „ეს არის ის, რაც დავკარგეთ პირდაპირი ნგრევის შედეგად - ხიდები, გზები, საცხოვრებელი სახლები, შენობები, თუმცა ეს რიცხვები ყოველდღიურად იზრდება. ახლა ჩვენი შეფასებით არის დაახლოებით $120 მილიარდი. თუ გავითვალისწინებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას და სხვა სამოქალაქო ხარჯებს, მაშინ. 270 მილიარდ დოლარზე მეტი", - განაცხადა დენის შმიგალმა. პრემიერმა დასძინა, რომ დეტალური გაანგარიშებისთვის შექმნილია სპეციალური რეესტრი, რომელიც დაკარგული ქონების აღსადგენად იმუშავებს და თითოეულ ოჯახს შეეძლება, დარეგისტრირდეს და დააფიქსიროს საკუთარი ზარალი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)