|
2022-03-29 15:00:26, 1045 ნახვა
მსოფლიო
სერგეი შოიგუ - უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, შეგვიძლია დონბასის გათავისუფლებაზე ფოკუსირება
უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულდა, რომლის დროსაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა შესაძლებელია დონბასის გათავისუფლებაზე ფოკუსირება. „სპეცოპერაციის მიმდინარეობის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვფოკუსირდეთ ძირითად მიზანზე გავათავისუფლოთ დონბასი“, - განაცხადა მან. ამასთან შოიგუს თქმით, უკრაინაში სპეცოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება. „რუსეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე“, - განაცხადა შოიგუმ სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)