|
2022-03-28 17:42:55, 1009 ნახვა
საზოგადოება
რა შემიძლია მე, როგორც ლიდერს − ქოუჩინგ სესია სამი კოენთან SOLO მომხმარებლებს
SOLO მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების შესწავლას და შესაბამისი აქტივობების შექმნას, რომლის ფარგლებშიც SOLO One to One-ის შეხვედრების სერია გრძელდება. რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს მისთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ. ამჯერად კი ეს LEO ინსტიტუტის დამფუძნებელი, სამი კოენია, რომელთან შეხვედრის დროსაც, SOLO მომხმარებლები შეძლებენ ისაუბრონ თემაზე − რა შემიძლია მე, როგორც ლიდერს. 1 საათიანი ქოუჩინგ სესია თქვენი, როგორც ლიდერის მიმდინარე გამოწვევების შეფასებასა და თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. შეხვედრის დრო ასევე დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3iDSV78 აპლიკაციების განხილვა 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება. (ადგილები შეზღუდულია) დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3JZa9Yo სამი კოენის შესახებ: სამმა LEO მეთოდოლოგია 1982 წელს მეუღლესთან, ქლერ ნიერთან, ერთად შექმნა და მას შემდეგ ათასობით ადამიანს გაუზიარა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპების ტექნიკა, რათა შეექმნათ ჯანსაღი, პროდუქტიული პირადი ცხოვრება თუ პროფესიონალური გარემო ორგანიზაციებში. ინფორმაციისთვის, პროექტ One to One-ის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ მათთვის საინტერესო წარმატებულ ადამიანებს, მოისმინონ მათი რეკომენდაციები და განიხილონ მრავალფეროვანი საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და სხვა. პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა როგორც online ისე offline ფორმატით. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3BKwTXr
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)