|
2022-03-28 13:37:18, 847 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმერ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე - ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვჭირდება რეფერენდუმი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალიტეტი, უსაფრთხოების გარანტიები და არაერთობლიობის სტატუსი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა რომ, ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი. "ეს არ არის ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ერთი ფურცელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს დოკუმენტი სერიოზულ შეთანხმებად ვაქციოთ. უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, რამდენადაც მახსოვს, რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი სწორედ ეს იყო და ამის გამო ომი დაიწყეს. ", - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინას ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმზე შეუძლია, რადგან კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. "უკრაინაში რეფერენდუმი უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი რეფერენდუმის შესახებ. უსაფრთხოების გარანტიები ნეიტრალურ სტატუსს ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. რეფერენდუმი ჩატარდება რამდენიმე თვეში, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)