|
2022-03-28 13:31:26, 879 ნახვა
მსოფლიო
მერის განცხადებით, მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია
მერიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მისი თქმით, 160 000 მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთანავე, მერის ინფორმაციით, 400 000 ადამიანი ელოდება ევაკუაცას მარიუპოლიდან, თუმცა რუსულმა ძალებმა მათ გზის გახსნის საშუალება არ მისცეს. „ქალაქში კვლავ რთული ვითარებაა, ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. რუსეთის ფედერაცია გვეთამაშება, ჩვენ დამპყრობლების ხელში ვართ", - განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ. ცნობისთვის, რუსეთი, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას და ჰუმანიტარულ დერეფნების წარუმატებლობას უკრაინას აბრალებს. მარიუპოლი ფართოდ განიხილება, როგორც სტრატეგიული პრიზი რუსი დამპყრობლებისთვის, რათა შექმნან ხიდი ყირიმთან, რომელიც 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)