00:20 - 10 Oct, 2026
|
2022-03-26 20:36:26, 913 ნახვა
მსოფლიო
ლვოვის დაბომბვისას 5 ადამიანი დაშავდა
რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. ლვოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაკსიმ კოზიცკის თქმით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა. ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, თავდასხმა კიდევ განმეორდეს. ამჟამად არ დასტურდება ინფორმაცია დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსების ან სხვა სოციალური ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. ქალაქი ლვოვი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან არსებული ქალაქია, სადაც ათასობით ლტოლვილი ქვეყნის დატოვების მიზნით ჩადის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)