00:19 - 10 Oct, 2026
|
2022-03-26 14:42:42, 1130 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსულმა ბატალიონმა ფიცი დადო და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა
კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსულმა ბატალიონმა ფიცი დადო და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბატალიონი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს. ცნობილია, რომ ბელარუსული ბატალიონი, რომელშიც 200-ზე მეტი სამხედროა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა და უკვე ორ კვირაზე მეტია, კიევის მისადგომებს იცავს. „ბელარუსის ისტორიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, კასტუს კალინოვსკის ბატალიონის მოხალისეებმა ფიცი დადეს. ჩვენი ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა. ჩვენმა მოხალისეებმა ფიცის ტექტსი ბელარუსულად დაწერეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ეს ტექსტი გახდება ბელარუსის ნამდვილი არმიის ფიცის საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)