|
2022-03-26 12:35:41, 990 ნახვა
მსოფლიო
აშშ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურს პროდუქციით ამარაგებენ, სანქციებს ამზადებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ სანქციებს რუსული კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს საქცონელს და მომსახურებას აწვდიან, მათ შორის ორმაგი გამოყენების კომპონენტებს, რომლებიც იარაღის გასავრცელებლად გამოიყენება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ფინანსთა სამინისტროს სანქციები, რომლებიც შესაძლოა უკვე მომავალ კვირას გამოცხადდეს, საპასუხო ეკონომიკური ზომების გაგრძელებაა აშშ-სგან და მოკავშირეების მხრიდან რუსეთისთვის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ სანქციები არის უახლესი ქმედება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის სახელით საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სუბიექტებთან ან ადამიანებთან ტრანზაქციების დაბლოკვასა და აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)