00:17 - 10 Oct, 2026
|
2022-03-26 10:54:49, 953 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - გერმანიამ შესაძლოა უარი თქვას რუსულ გაზზე და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ბევრი მოელის
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანამ შესაძლოა უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე და ეს შესაძლოა იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე წარმოუდგენიათ. „ჩვენ გავხდებით დამოუკიდებლები რუსული გაზისგან უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრი მოელოდა. გერმანია ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთის მიწოდებაზე, ვიდრე სხვა ქვეყნები“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბრიფინგზე. კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულების 30%-მდე შემცირებას გეგმავს. ამავდროულად, სურთ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის განახევრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)