|
2022-03-24 17:55:47, 1043 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინისა“ და უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი სეტანტას აბონენტები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინმა თანამშრომლობა დაიწყო, ევრაზიაში სიდიდის მიხედვით ნომერ პირველ ტელეარხთან - Setanta Sports და შექმნა სპეციალური ინტერენტ პაკეტი. ხსენებული პაკეტის შეძენისას აბონენტებს Setanta Sports-ის ანგარიშის გახსნა უფასოდ შეუძლიათ და ერთი თვის განმავლობაში წვდომა აქვთ პლატფორმაზე განთავსებულ მრავალფეროვან სპორტულ კონტენტზე. შეთავაზებით სარგებლობისთვის ბილაინის აბონენტებს აქვთ ინტერნეტ პაკეტების არჩევანი: Sport + 5GB - ₾12 და Sport + 20GB - ₾25. გააქტიურებისთვის აბონენტი ეწვევა ბილაინის სპეციალურ პლატფორმას, არჩევს სასურველ პაკეტს და უთითებს ტელეფონის ნომერს. აქტივაციის შემდეგ, აბონენტს შეუძლია საკუთარი აგნარიშით Setanta Sports-ზე საფასურის გარეშე რეგისტრაცია და პლაფტორმის სრული პორტფელით ერთი თვის განმავლობაში სარგებლობა. პაკეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, შეთავაზების განახლება ანალოგიური გზით ხდება, გაუქმება კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. Setanta Sports-ის ანგარიშის შექმნა და სპორტული კონტენტის ნახვა შესაძლებელია როგორც ვებგვერდის, ისე აპლიკაციის მეშვეობით. Setanta Sports ციფრული გამოწერითი სერვისია, რომელიც ორიენტირებულია სპორტის ქომაგებისთვის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სპორტული კონტენტის მიწოდებაზე. Setanta Sports მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას ვიდეოების ვრცელ კატალოგზე და ცოცხალი ტრანსლაციების ფართო სპექტრზე, მათ შორის უმნიშვნელოვანესი სპორტული შეჯიბრებების პირდაპირ სტრიმებზე (ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და სხვ.). Setanta Sport-ის მაყურებლებს შემდეგი ჩემპიონატებისა და სპორტული ღონისძიებების ხილვა შეუძლიათ: ინგლისის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL. Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიო არხებით, საქართველოს ჩათვლით 14 ქვეყანაში ოპერირებს და სეზონის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ღონისძიებებიდან 5000-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. კომპანია 2012 წელს ირლანდიაში დაფუძნდა და ახლა მისი სათავო ოფისი თბილისშია.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)