|
2022-03-21 17:15:56, 1318 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა ქვეყნის უზრუნველყოფის გაზრდისთვის ფერმერებს სესხებს დაუფინანსებს
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა; აქედან გამომდინარე, დღეს ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს; ეს არის შეღავათიან აგროკრედიტში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ფერმერებს საშუალება, ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი; მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაა. „ჩვენ, წლების განმავლობაში, ვახორციელებთ მთელ რიგ პროგრამებს, რომელიც მიმართულია კოოპერაციის ხელშეწყობისკენ - მეღვინეობის სექტორში, რძის წარმოების სექტორში, მეფუტკრეობის მიმართულებით და ა.შ. ახალი პროექტი ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსებას ძალიან მაღალი, 80%-იანი თანადაფინანსებით. ფერმერები, რომლებიც ბოსტნეული კულტურების წარმოებას ახორციელებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ ისინი დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც მთავრობის კონკრეტული დადგენილებით არის გაწერილი, ისინი ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ თანადაფინანსებას მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ფერმერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შეინახონ პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს იმ პირობებით, რომელიც მათთვის სარგებლის მომტანი იქნება, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)