|
2022-03-19 21:12:22, 1558 ნახვა
სამხედრო
უკრაინაში დღეს ოფიციალურად 562 რუსი სამხედრო ტყვეა
უკრაინაში დღეს ოფიციალურად 562 რუსი სამხედრო ტყვეა. - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. "ახლა ჩვენ ოფიციალურად გვყავს რუსეთის ფედერაციის 562 სამხედრო ტყვე. ასევე არის ეგრეთ წოდებული "ტვირთი-200" - ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მონაცემებს აქ და ვაწყობთ მუშაობას წითელ ჯვართან ერთად", - თქვა მან. ოფიციალური პირის თქმით, თითოეული მათგანის სამხედრო ბარათები და მონაცემები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ეგზავნება. უკრაინა ყველა ტყვეს ექცევა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახლადშექმნილი ეროვნული საინფორმაციო ბიურო უკრაინაში სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ასეთი ბიუროს შექმნის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უკვე ეცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)