|
2022-03-14 21:50:36, 1113 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი - ყველა საჯარო მოღვაწეს, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერს, სანქციებს დავუწესებთ
უკრაინა ყველა საჯარო მოღვაწის მიმართ, სანქციების დაწესებას დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხება მათ, ვინც დაკავშირებულნი არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერაში. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პოლონეთისა და ლიტვის მთავრობების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრის დროს, განაცხადა. მედიის ცნობით, მხარეებმა ომის დასრულების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. „სანქციების პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მათი დაწესება რუსეთის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებზე. ბევრმა ხმა მისცა და მხარი დაუჭირა ამ აგრესიას და ბარბაროსულ ომს. მათი მთელი ქონება უნდა გაიყინოს", - განაცხადა დენის შმიგალმა. მისივე თქმით, ძირითადი ნაბიჯები ასევე მოიცავს რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარებასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასაც. „ჩვენ მოვთხოვთ ყველა ქვეყანას და პასუხისმგებელ ბიზნესს, შეწყვიტონ რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსება, საიდანაც ოკუპანტი იხდის იარაღის შესყიდვას, უხდის ხელფასს ბარბაროსებს, რომლებიც კლავენ ბავშვებს, ქალებს, რომლებიც აშიმშილებენ ქალაქებს, სადაც საშინელ სამხედრო დანაშაულებს სჩადიან“, - დასძინა ურკაინის პრემიერმა. დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე, თავის პარტნიორებს სთხოვს, რომ დახურონ პორტები რუსული გემებისთვის და აუკრძალონ ევროპულ გემებს რუსეთის პორტებში შესვლა. „აუცილებელია ბანკებში ყველა უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშის გაყინვა. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, Oschadbank-ის მიმართ სანქციები გაგრძელდეს, საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ბანკების SWIFT სისტემიდან გათიშვა", - განაცხადა დენის შმიგალმა. უკრაინის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის ყველა რესურსზე: ნავთობზე, გაზზე, წიაღისეულზე, ლითონებზე და ა.შ. - ემბარგო მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს.
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)