10:53 - 08 Oct, 2026
|
2022-03-14 10:37:46, 844 ნახვა
მსოფლიო
მარიუპოლში, ოკუპანტების მიერ სამშობიაროს დაბომბვის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ ორსული გარდაიცვალა
მარიუპოლში ორსული გარდაიცვალა, რომელიც რუსი დამპყრობლების ავიადარტყმის დროს სამშობიაროში იმყოფებოდა. - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა, ასია დოლინამ Facebook-ზე დაწერა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ინფორმაციას ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკაც ადასტურებს, რომელმაც შემთხვევის დღეს ფოტორეპორტაჟი გააკეთა. „პირველი ორსული გოგონა, ვიდეო/ფოტორეპორტაჟებით მარიუპოლის მე-3 ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ადგილიდან (სამშობიარო), რომელიც საკაცით გადაიყვანეს, ვერ გადარჩა", - განაცხადა ჟურნალისტმა. ცნობისთვის, კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც საავადმყოფოს დაბომბვის დროს დაზარალდა, მარიანა პოდგურსკაიამ, გოგონა გააჩინა. შეგახსენებთ, ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბეს.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)