2022-03-10 12:50:48, 634 ნახვა
მსოფლიო
მარიუპოლში, საავადმყოფოზე თავდასხმისას სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი
მარიუპოლში, ბავშვთა საავადმყოფოზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია, 17 კი დაშავდა. - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე იტყობინება.
„დღეს ცნობილია, რომ რუსული თვითმფრინავების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს ტერორისტული დაბომბვის შემდეგ 17 ადამიანი (ბავშვი, ქალი, ექიმი) დაშავდა, სამი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია გოგონა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქის საკრებულომ აღნიშნა, რომ რუსული ჯარები "მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას".
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულის შესახებ კაცობრიობის, უკრაინის და მარიუპოლის ხალხის წინააღმდეგ! - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,