2022-03-10 12:06:10, 540 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - რუსული მხარის დანაკარგი 12 000 ჯარისკაცს აღემატება, განადგურებულია 335 ტანკი, 1 105 ჯავშანტექნიკა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 10 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 12 000-ს აღემატება.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 335 ტანკი, 1 105 ჯავშანტექნიკა, 123 საარტილერიო სისტემა, 56 სარაკეტო სისტემა და 29 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 49 თვითმფრინავი, 81 ვერტმფრენი, 526 საავტომობილო ტექნიკა, 7 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, საწვავის რეზერვუარი 60 და გემები/ნავები - 3 ერთეული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან