|
2022-03-08 12:18:45, 1164 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალურ დახმარებას განაგრძობს
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში ტყუპზე 2000 ლარი, ხოლო სამი და ოთხი ტყუპის შემთხვევაში 3000 და 4000 ლარი გაიცემა. 8 მარტთან დაკავშირებით, სიმბოლურად აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, ახალშობილი ტყუპების დედა მაკა ჭელიძე მოინახულა, რომელსაც ორი გოგო ხატია და მარიამ კეკელიძეები შეეძინა. კეკელიძეების ოჯახს სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა - 2000 ლარი საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ. „მოხარული ვარ, რომ ტყუპების გაჩენა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოგვილოცა. უკვე ოთხი შვილის დედა ვარ. ხატიას და მარიამს სახლში 7 და 10 წლის და ძმა ელოდება“, - აღნიშნა ტყუპების დედამ. ,,დღეს, სიმბოლურად, ქალბატონს მივულოცეთ ტყუპი ქალიშვილების შეძენა. ისინი რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში მიიღებენ მატერიალურ დახმარებას. ზოგადად, ზმშობლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ტერიტორიაზე, ტყუპების შეძენის შემთხვევაში, 6 თვის ვადაში უნდა მომართონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტებით და ისარგებლონ პროგრამით"- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. სამინისტრო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს, მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 13 ოჯახმა, დაიბადა 26 ტყუპი. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)