06:31 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 17:19:49, 636 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - უკრაინაში მდგომარეობა უარესდება, საფრანგეთი რუსეთზე სანქციებით ზეწოლას გააგრძელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განაცხადებით, იმის გამო, რომ უკრაინაში ვითარება დღითიდღე უარესდება, საფრანგეთი რუსეთზე სანქციებით ზეწოლას, კვლავ გააგრძელებს.

„მდგომარება დღითიდღე უარესდება. ხალხი იღუპება, ჯარებიც იღლებიან... ჩვენ ვერ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტა“, - განუცხადა ემანუელ მაკრონმა ტელევიზია LCI-ს.

დღეს, კრემლმა ახალი „ჰუმანიტარული დერეფნების“ გახსნის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც რუსეთში და მის მოკავშირე ბელარუსში, უკრაინელების უსაფრთხოდ გადაყვანა მოხდებოდა.

აღნიშნული ქმედება კიევმა მაშინვე დაგმო და შეაფასა, როგორც რუსეთის მხრიდან მორიგი „ამორალური ტრიუკი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics