|
2022-03-07 14:34:34, 754 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ცხოველური წარმოშობის სურსათ- პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შესახებ განცხადება რამდენიმე კომპანიიდან 2020 წელს იყო გაგზავნილი
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შესახებ საქართველოს მხრიდან, კერძო კომპანიების მიერ 2020 წელს იყო გაგზავნილი, თუმცა, რუსეთის მხრიდან პასუხი ახლა მოვიდა. ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდგომ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსული მხარისთვის დამატებით არ მიუმართავს. „მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა, ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მითუმეტეს, ომის პირობებში საქართველოს დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან - აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა. ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, ანუ, კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს, მას შემდეგ დღემდე ამაზე არ ყოფილა პასუხი, პასუხი იყო ახლა, როცა რუსულმა მხარემ პროაქტიულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადები, რომელიც მათ საქართველოდან ჰქონდათ მიღებული, მათზე შესაძლოა დადებითი პასუხის ყოფილიყო", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს თემა უკვე დახურულია და სპეკულაციები საჭირო არ არის.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)