04:43 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 11:39:35, 851 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოკუპანტებმა დაიპყრეს. -  ამის შესახებ ინფორმაციას ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური Facebook- ზე ავრცელებს.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა და სადგურის შესასვლელი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა,“ - ნათქვამია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცის განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რადიაციული მდგომარეობის ცვლილებები ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

როგორც Ukrinform იტყობინება, პარასკევს ღამით, რუსული არმიის მძიმე ტექნიკის დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის გარეთ, სასწავლო შენობაში გაჩნდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics