02:45 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 09:41:57, 590 ნახვა

მსოფლიო
ქალაქი ხერსონი ოკუპირებულია, მერი მოკლულების გასაყვანად ოკუპანტებს მწვანე დერეფანს თხოვს

უკრაინის ქაალაქ ხერსონზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა მოიპოვეს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქალაქის მერი იგორ კოლიხაევი ადასტურებს, რომ ხერსონი უკრაინელების დაქვემდებარებაში აღარ იმყოფება და 300-ათასიანმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის მითითებები, რასაც შეიარაღებული ძალები გასცემენ.

დღეს რუსი ოკუპანტები ხერსონის საკრებულოს ესტუმრნენ და  ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. - ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ კოლიხაევმა ფეისბუქზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტებს აჩვენეს რუსული შემოჭრის შედეგები - მიცვალებულთა შეგროვებისა და დაკრძალვის პრობლემები, საკვებისა და მედიკამენტების უკმარისობა, ნაგვის შეგროვება, უბედური შემთხვევების აღმოფხვრა და ა.შ.

„ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს ქალაქში ხდება, არის პოლიტიკა, რომელიც მეზიზღება. მოვედი იმისთვის, რომ განვაახლო ინფრასტრუქტურა, განვახორციელო ინვესტიციები ხერსონში, ავაშენო სახლები, გზები, პარკები და ახალი ცხოვრება ჩემი მშობლიური ქალაქისთვის. შედეგად, ვეძებ. მიცვალებულთა სპეციალური პაკეტებს, მთელ მსოფლიოში ყურებზე დავდე, ვითხოვ "მწვანე დერეფანს" და ვფიქრობ, როგორ უნდა აღვადგინო ქალაქი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შემდეგ", - წერს ჩინოვნიკი და ირწმუნება, რომ ოკუპანტებს მერისთვის რაიმე დაპირება არ მიუციათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics