01:46 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 09:57:32, 727 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში შეჭრით მსოფლიო გადატრიალდებოდა, ამის ნაცვლად, დახვდა სიძლიერის კედელი

ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა, ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის კედელი, დახვდა უკრაინელი ხალხი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში, ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთანავე, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებული ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. 

„ექვსი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იფიქრა, რომ შეარყევდა თავისუფალი მსოფლიოს საფუძველს, ფიქრობდა, რომ თავისი მუქარის გზით დააჩოქებდა, თუმცა ის ძლიერად შეცდა. ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის კედელი, რომელსაც ვერასდროს იფიქრებდა ან წარმოიდგენდა, მას დახვდა უკრაინელი ხალხი. პრეზიდენტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშროება, სიმამაცე და სიმტკიცე შთააგონებს მსოფლიოს. 

პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარი თქვა დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ და ის შეძლებდა ჩვენს დაყოფას აქ ამ პალატაში, ამ ქვეყანაში და ასევე, ევროპაში. პუტინი ცდებოდა. ჩვენ მზად ვიყავით. ჩვენ ერთიანი ვართ და ჩვენ ერთიანი დავრჩით", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics