00:55 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 22:02:09, 826 ნახვა

მსოფლიო
დენის შმიგალი - ქართველი ძმები ჩვენ დასახმარებლად თვითმფრინავს ელოდებიან, იმედია ღარიბაშვილი გაბედავს და ფრენის ნებართვას გასცემს

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ქართულ ენაზე წერს.

მან ასევე, ქართველ ხალხსაც მიმართა და თქვა, რომ უკრაინა და ევროპა, სწორედ ამ ნაბიჯს ელოდება.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia“, - წერს დენის სოციალურ ქსელ "ტვიტერ“-ში.

„თავისუფლების მოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“, - დასძინა უკრაინის პრემიერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics