2022-02-28 00:29:58, 991 ნახვა
მსოფლიო
კუპიანსკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი ამჟამად რუსი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ იმყოფება
უკრაინის ერთ-ერთი ქალაქის, კუპიანსკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი ამჟამად რუსი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ იმყოფება. მისი განცხადება ქალაქის Facebook-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მერის თქმით, სამორიგეო განყოფილების ტელეფონზე რუსული ჯარების ბატალიონის მეთაურის ზარი მას შემდეგ შევიდა, რაც რეგიონული განყოფილება განადგურდა.
„იყო მოწოდება მოლაპარაკებების წინადადებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს შტურმით აიღებენ. მე გადავწყვიტე, მივიღო მოლაპარაკებებში მონაწილება, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა ქალაქში", - განაცხადა მან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,