|
2022-02-26 12:07:17, 631 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ვააქტიურებთ ძალებს, ნატო-ს 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 120-ზე მეტი საბრძოლო გემი მზადყოფნაშია
რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პირობებში, ნატო აქქტიურებს საბრძოლო ძალებს მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო სხდომის შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, 100-ზე მეტი თვითმფრინავი, 120-ზე მეტი საბრძოლო გემი საბრძოლო მზადყოფნაშია. მისივე თქმით, კრემლის მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთი, როგორც აგრესორი და ბელარუსი, როგორც თანამონაწილე, ამაზე პასუხს აგებს. „კრემლის მიზანი არ შემოიფარგლება უკრაინით, რუსეთმა მოითხოვა ლეგალური გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და ჯარები გაყვანილ იქნება აღმოსავლეთ ევროპიდან. ჩვენ ვართ ახალი გამოწვევების წინაშე. რუსეთი ღიად უპირისპირდება ევროპულ უსაფრთხოების სისტემას. მსოფლიო რუსეთს და ბელარუსს პასუხს აგებინებს ამ ქმედებებისთვის. რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც თანამონაწილეს. პუტინის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო უკრაინაში სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი საფასურს გადაიხდის მომავალი წლების განმავლობაში. რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პირობებში ჩვენ ვააქტიურებთ ნატოს საბრძოლო ძალებს მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე. აშშ, კანადა და ევროპა ახდენენ ძალების მობილიზებას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვართან. ჩვენ მოვიყვანეთ 100-ზე მეტი თვითმფრინავი საბრძოლო მზადყოფნაში, ასევე, 120-ზე მეტი საბრძოლო გემი ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)