2022-02-24 14:34:53, 513 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის შეტევა უკრაინაზე - 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს დანაკარგების შესახებ განაცხადა. მათი ინფორმაციით, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.- ამის შესახებ RBC-უკრაინა ბრიფინგზე პრეზიდენტის აპარატის მრჩეველზე, ოლექსი არესტოვიჩზე დაყრდნობით იტყობინება.
პრეზიდენტმა სისხლის დონაციის მსურველებს მოუწოდა.
„ვიცი, რომ ამ დროისთვის არის 40-ზე მეტი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაშავებული“, - განაცხადა მან.
მან ასევე განმარტა, რომ მაშინ, როცა ცნობილია 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია ზუსტდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,