19:11 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 13:55:48, 592 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის რადამ რუს დეპუტატებსა და უსაფრთხოების საბჭოს წევრებს სანქციები დაუწესა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და უშიშრეოების საბჭოს წევრებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების გამო, სანქციები დაუწესა.

როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 322-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგ წავიდა, 22-მა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ამასთანავე, გამოცემის ცნობით, სანქცირებულ პირთა სიაში სულ 351 ადამიანია, მათ შორის, ალექსანდრე ბოროდაი, ნიკოლაი ვალუევი, გენადი ზიუგანოვი, პეტერ ტოლსტოი, მოჭადრაკე ანატოლი კარპოვი და მოციგურავე ირინა როდნინა.

სანქციები მოიცავს: აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაიების შეზღუდვას, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას სრულად ან ნაწილობრივ, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას.

გარდა ამისა, სანქციები მოიცავსუცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და იმ პირებიზ პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ უცხო სახელმწიფოს რეზიდენტები ან მოქმედებენ მათი ინტერესებიდან. ასევე, უკრაინის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის აკრძალვას, ელექტრონული და საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობის შეზღუდვას ან შეწყვეტას.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. მოსკოვს სანქციები დაუწესა აშშ-მა და ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ, გერმანიამ კი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ლიცენზია შეაჩერა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics