|
2022-02-23 01:14:18, 1243 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ვინ მიანიჭა პუტინს უფლება, გამოაცხადოს ე.წ სახელმწიფოები ტერიტორიაზე, რომელიც მის მეზობელს ეკუთვნის
რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე იმუშავეს გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდება. „ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ვეღარ შეძლებს ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენ ბაზრებზე ან ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან დაწყებული, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტის და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე გაიზიარებენ ტკივილსაც. რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩრდილოეთის ნაკადი, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, პუტინის ეს ნაბიჯი საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. "გუშინ ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო და გაუგონრად განაცხადა, რომ ეს რეგიონები აღარ არის უკრაინის ნაწილი და წარმოადგენენ სუვერენულ ტერიტორიებს. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დიდ ნაწილს აჭრის. გასულ ღამეს პუტინმა უბრძანა რუსულ ძალებს, რომ განლაგებულიყვნენ ამ რეგიონებში, დღეს მან განაცხადა, რომ ეს რეგიონები უფრო დიდია, ვიდრე მათზე კონტროლია დამყარებული, პრეტენზიას აცხადებენ უფრო ვრცელ ტერიტორიებზე, რომელიც ამ დროისთვის უკრაინის იურისდიქციაშია. ჩემი აზრით, ის ქმნის გამართლებას, რომ ძალის გამოყენებით უფრო მეტი ტერიტორია მიიღოს. თუკი გუშინდელ მის სიტყვას მოუსმინეთ, ის ქმნის გამართლებას, რომ კიდევ უფრო ღრმად შეტოპოს. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დასაწყისია, რასაც გვიჩვენებს მის მიერ დუმისთვის შესაბამისი ნებართვის მოთხოვნაც. თუკი რუსეთი უფრო ღრმად წავა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი სანქციებიც უფრო გაიზარდოს. ღმერთმანი, რას ფიქრობს პუტინი, ვინ მიანიჭა მას უფლება, გამოაცხადოს ე.წ სახელმწიფოები ტერიტორიაზე, რომელიც მის მეზობელს ეკუთვნის. - განაცხადა ბაიდენმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)