18:03 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 15:33:35, 668 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ლიცენზია შეუჩერდა

გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, მან ეკონომიკის სამინისტროს მარეგულირებელთან დაკავშირება დაავალა.

„დღეს მე ვთხოვე ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროს, გაეტანა ფედერალური ქსელის სააგენტოდან ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ანგარიში“, - განაცხადა კანცლერმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ ეს არის „აუცილებელი ნაბიჯი, რათა გაზსადენის სერფიგიცირება ახლა ვერ განხორციელდეს“.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სრულად შეჩერების აუცილებლობა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics