|
2022-02-19 12:00:22, 979 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებისთვის შშმ პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი სწავლება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ - ანა ჩერნიშოვამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა გახსნეს. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და ტრენერთათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა შსს-ს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის იმპლემენტაციის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მიუხედავად ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, უწყებამ მიზანშეწონილად მიიჩნია, გადაიდგას პროაქტიული ნაბიჯები, რაც გულისხმობს სამართალდამცველების აღჭურვას შშმ პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ სათანადო ცოდნით. შესაბამისად, 2022 წელს სამინისტრომ პრიორიტეტად დაისახა ამ მიმართულებით განახორციელოს მასშტაბური პროექტები. ტრენერთა ტრენინგის მომდევნო ეტაპია კასკადური სწავლებები, რომელთა დაწყებასაც უწყება უახლოეს მომავალში გეგმავს. პირველ ეტაპზე პრიორიტეტად განისაზღვრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ. კასკადური ტრენინგების განხორციელების შედეგად გადამზადდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2200-მდე თანამშრომელი. სამომავლოდ, იგეგმება, ტრენინგებს მიეცეს სისტემატური სახე და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფებიც მოიცვას. სწავლება განხორციელდა სასწავლო მოდულის გამოყენებით, რომელიც შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. სასწავლო მოდული მოიცავს შშმ პირთა უფლებების სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ ტრენერთა ტრენინგში, გაეროს სააგენტოების კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად, თანამომხსენებლები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქმედი შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო ჯგუფის წევრები. სწავლების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტების მენეჯერმა სოფიო ბენაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. სწავლება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) დაფინანსებით.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)