08:10 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 20:57:25, 1437 ნახვა

სამართალი
PHR-მა კაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების მიმართ სექსუალურ შევიწროვებაზე საქმე მოიგეს

კაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმე ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მოიგო. ამბავს ორგანიზაცია თავის „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს.

PHR-ის ინფორმაციით, კაცი მწვრთნელი ექვსი სპორტსმენი გოგონას, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაშია დამნაშავე.

„PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე. შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი. ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც.

ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics