|
2022-02-10 14:01:18, 1201 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი Z-ის“ და სტარტაპერის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მოსწავლეთათვის Start-up მარათონს იწყებს
„თიბისი Z-ის“ და სტარტაპერის მხარდაჭერით და „ალტე უნივერსიტეტის“ ინიციატივით პირველი მასშტაბური Start-up მარათონი გაიმართება სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობას, განსხვავებული იდეების მქონე ბავშვების აღმოჩენას და მათი ბიზნეს იდეის რეალიზებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს პარტნიორობით. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეებს იდეის წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. Start-up მარათონის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები ელოდებათ:
პროექტი „ალტე უნივერსიტეტში“ განხორციელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს: პირველი ეტაპი გაგრძელდება 28 თებერვლამდე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, სადაც პირად ინფორმაციასთან ერთად მოკლედ აღწერენ თავიანთ ბიზნეს იდეას. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3G0I5kX . მეორე ეტაპი, 1-7 მარტი, აპლიკაციების გადარჩევა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
უპირატესობა მიენიჭება იდეებს, რომელთაც წარადგენენ გუნდები. პროექტების შერჩევა მოხდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ. მესამე ეტაპი, 7-20 მარტი, შერჩეული გუნდები გაივლიან ტრენინგებს, რათა დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეა შემდეგი საკითხების მიხედვით:
მეოთხე ეტაპი, 20 მარტიდან 5 აპრილამდე პროექტზე მუშაობას დაეთმობა. მოსწავლეები დაიწყებენ საკუთარ ბიზნეს იდეაზე მუშაობას და მოემზადებიან პრეზენტაციის წარსადგენად. ამ პერიოდში თითოეულ მონაწილეს უხელმძღვანელებს მენტორი, რომელიც მოსწავლეთა გუნდებს დაეხმარება დახვეწონ და წარსადგენად მოამზადონ ბიზნეს იდეები. მეხუთე ეტაპზე, რომელიც აპრილში გაიმართება, „ალტე უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს პროექტების წარდგენის და დაჯილდოების ცერემონიალს. გამარჯვებულების შერჩევა მოხდება წინასწარ შედგენილი ჟიურის წევრების მიერ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)