2022-02-09 20:53:20, 867 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუწია
გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუწია.
ეს აღნიშნული, აშშ-სგან რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე მეცხრედ გაწეული სამხედრო დახმარებაა. ამბის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აშშ-მა უკრაინას 80 ტონა ვაზნა, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ კი, სხვადასხვა სახის აღჭურვილობა, მათ შორის ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, გაუგზავნა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადებით, უკრაინა პარტნიორების მხარდაჭერას აფასებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,