2022-02-08 20:41:15, 640 ნახვა
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - NATO დადებულ პირობაზე, კიევისა და თბილისის მიმართ „ღია კარის“ პრინციპზე უარს ვერ იტყვის
„NATO-ს არ შეუძლია დადებული პირობა გატეხოს და უარი თქვას კიევისა და თბილისის მიმართ „ღია კარის“ პრინციპზე“, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
მისი თქმით, ეს აღნიშნული მომავალში, უკრაინასა და და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საშუალებას მისცემს.
„NATO-ს არ შეუძლია დადებული პირობა გატეხოს, უარი თქვას კიევისა და თბილისის მიმართ „ღია კარის“ პრინციპსა და აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც მომავალში, უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,