12:08 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 19:42:23, 743 ნახვა

მსოფლიო
რუს ოფიცერთა ასამბლეა - მოვითხოვთ, პუტინმა უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე და დატოვოს თანამდებობა

„რუსეთის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ ქვეყანამ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე და დატოვოს თანამდებობა“, - ამის შესახებ განცხადებას რუს ოფიცერთა ანსამბლეა ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება,საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას.

ოფიცრების თქმით, რუსეთი საბოლოოდ, ამ ბრძოლაში, დასავლეთის გაერთიანებული ძალების წინაშე მარტოდმარტო აღმოჩნდება.

„უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში – საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ომი რუსეთსა და უკრაინას სამუდამო მტრებად აქცევს. როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს დაიღუპება ათობით ათასი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბავშვი... რუსეთის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ ქვეყანამ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე, რომელშიც რუსეთი მარტოდმარტო აღმოჩნდება დასავლეთის გაერთიანებული ძალების წინაშე და შექმნას პირობები რუსეთის კონსტიტუციის მესამე მუხლის გამოსაყენებლად - დატოვოს თანამდებობა“, - წერს ანსამბლეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
კობახიძე - ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, 2 პროცენტული პუნქტით
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების საკითხს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics