|
2022-02-07 16:32:07, 1124 ნახვა
ეკონომიკა
მიიღე მეტი სარგებელი - „თეგეტა მოტორსში“ ქეშბექი დაბრუნდა
„თეგეტა მოტორსში“ ქეშბექ შეთავაზება დაბრუნდა. ქეშბექ შეთავაზება ნიშნავს, რომ თეგეტას მომხმარებელი ახლა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ქულების დაგროვების პროგრამაში ჩართვა პირველივე გადახდაზეა შესაძლებელი. ქეშბექის პროცენტი ბარათის ტიპის მიხედვით იცვლება. CLASSIC ბარათის მფლობელები თანხის 7%-ს დაიბრუნებენ, SILVER-ის მფლობელებისთვის 10%-ია განსაზღვრული, ხოლო GOLD ბარათის შემთხვევაში ქეშბექი 15%-ია. „თეგეტა მოტორსში“ დახარჯული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია როგორც სერვისით სარგებლობისას, ასევე ნებისმიერი ავტოპროდუქტის შეძენის შემთხვევაში. შეთავაზებით მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ, 17-ვე ფილიალში ისარგებლებს. „თეგეტას ყოველწლიურად 130 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც შეგვიძლია 300-ზე მეტი ბრენდის პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია ადამიანებს ავტომობილის ფლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ხარისხიანი სერვისითა და პროდუქციით სარგებლობას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი მიჩვეულია. ახლა კი, დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას შეძლებენ. მათთვის მაქსიმალურად გამარტივებული და მოქნილი ლოიალობის პროგრამა შევქმენით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქეშბექ აქციით სარგებლობას მომხმარებელი პირველივე გადახდაზე შეძლებს, საშუალება ექნება ქულებს თანხა დაამატოს სურვილის შემთხვევაში და წლის ბოლომდე გამოიყენებს“ - ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი. ქეშბექით დაგროვებული თანხის გახარჯვა ნებისმიერ სერვისსა და პროდუქციაზე, ფასდაკლების შემთხვევაშიც ხდება. ქულების გამოყენებისას, თანხის დამატებაც შესაძლებელია.
თეგეტა მოტორსი 26 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. კომპანია, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს. თეგეტას ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)