|
2022-01-31 12:49:36, 699 ნახვა
საზოგადოება
კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, აცხადებს კულტურის მინისტრმა თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულად გაათავისუფლა. "რეორგანიზაციას მოყვა არაერთი კადრის გათავისუფლება, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი პრინციპულ პოზიციებს აფიქსირებდნენ ახალ პოლიტიკასთან დავაკშირებით კულტურის სფეროში. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მინიტრმა პროფესიონალი კადრები ჩამოაშორა უწყებებს, " - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თათია ჭუბაბრია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სასამართლოში გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ISFED დაიცავენ. "კულტურის მინისტრი რეპრესიული მექანიზმებით არ კმაყოფილდება და უფრო მეტ მუქარაზე გადავიდა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი არ არის ახალი და ვხედავთ სცენარს, რომელსაც იუსტიციის სამინისტროში ვხედავდით. სახელმწიფო ბოროტად იყენებს რეპრესიულ მექანიზმებს. მზად ვართ პროცესებს ბოლომდე მივადევოთ თავლი." - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)