|
2022-01-31 11:20:55, 785 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 5,6%-ით გაიზარდა
საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს გაცემულია 10 095 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი), 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი). უწყების ცნობით, ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე. „აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 29.5 პროცენტი – ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 9.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10.0 პროცენტით მეტი)“, ნათქვამია საქასტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)