|
2022-01-28 12:55:14, 703 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. „დღეს ნაძალადევის რაიონში 99 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და აუხსნიან, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ შემდეგ დაუკანონდეთ ეს ფართები. ძალიან მიხარია და ვულოცავ ამ ოჯახებს. უკვე 300 მილიონ ლარზე მეტის ქონებაა დაკანონებული მათთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეისყიდეს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)