|
2022-01-27 19:11:00, 1287 ნახვა
საზოგადოება
ISFED-ის კვლევა - Facebook-ზე გაუქმებულმა პროპაგანდისტულმა გვერდებმა, მათ შორის „ალტ-ინფო“-მ Tik-Tok-ზე წარმატებული მიგრაცია მოახდინა
„„ფეისბუქის“ მიერ გაუქმებულმა არაერთმა ცნობილმა ანონიმურმა და პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევაში აღნიშნულია, რომ შერჩეული ანგარიშებიდან, აღნიშნულ სოციალურ ქსელში, ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ. მათი ძირითადი ნაწილი კი, “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა. „• შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა. • პოლიტიკურ შინაარსის არხებიდან, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღდეგო. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების გამოქვეყნებული ვიდეოების რაოდენობა 321-ით აჭარბებდა „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებს, ინტერაქციის მაჩვენებელი (მოწონება, კომენტარი) 19.5%-ით, ვიდეოების ჯამური ნახვების ოდენობა კი 30.7%-ით. • მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები რადიკალურად გაიზარდა. • ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება. პლატფორმაზე მხარდამჭერმა არხებმა საშუალო ინტერაქციის მეტი მაჩვენებელი დააგროვეს, ვიდრე დისკრედიტაციულებმა“, - აღნიშნულია კვლევაში.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)