|
2022-01-25 14:21:16, 658 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა კიდევ სამ მინი სტადიონზე. სპორტულ მოედნებზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 160 000 ლარი დახარჯა. უწყების ცნობით, ერწოს ქუჩა N4-სა და ზღვისუბნის XI მიკრორაიონის II კვარტალში განახლებული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა. „აქტიურად ვაგრძელებთ მინი სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას. ჩვენთვის პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, რისთვისაც პირველ რიგში საჭიროა, ახალგზარდებს ჰქონდეთ მეტი და მეტი მოწესრიგებული სპორტული სივრცე. აღსანიშნავია, რომ ერწოს ქუჩაზე ვეტერანი სპორტსმენის, ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, გელა კეტაშვილის სახელობის მოედანს ჩავუტარეთ რეკონსტრუქცია“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. აღნიშნულ მისამართებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა. ზღვისუბანში განახლებული მოედნის ფართობი 480 კვ.მ-ია, ერწოს ქუჩა N4-ში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები 380 კვ.მ ფართობზე შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)