21:51 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 12:27:33, 2378 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - დღეს ვართ 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე, 45%-მდე საწოლფონდი თავისუფალი რჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს მობილიზებული საწოლფონდის, ასევე, ბავშვების საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება.

"ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი ომიკრონის შემთხვევაში ძალიან დაბალი – 1-2%-ია. ჩვენ დღეს ვართ 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე და ამ პირობებში, დაახლოებით, 45% მობილიზებული საწოლფონდის თავისუფალია.

დღეს გამოვლენილი 15 000 შემთხვევიდან, შესაძლებელია, კიდევ ერთი ამდენი ისედაც იყოს, რომელიც არის უსიმპტომო და მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად, ისე რომ პირი ამას ვერც ამჩნევს. რთული სათმელია, შესაძლებელია იყოს შემთხვევების მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15 000-ზე.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ეტაპზე, არა მხოლოდ ჰოსპიტალიზაციაზე ვისაუბროთ, არამედ ბინაზე პაციენტის მართვის შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას საკმაოდ კარგი აქვს. კიდევ მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ თავად როგორ უნდა მოიქცნენ თუ ბინაზე რჩებიან და მათი მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას." -განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 075 154.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics