07:58 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 13:21:35, 1402 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი – რუსები ნატო–სგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენ, მაგრამ ნატო კი არა, რუსეთი შეიჭრა უკრაინა–საქართველოში

"რუსები ნატოსგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენ, მაგრამ ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში - რუსეთი შეიჭრა" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ნატო-ში თავდაცვის ხარჯები  მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა.

"ყველაზე დიდი ბედის ირონია ამ ყველაფერში ის არის, რომ პუტინის ქმედებებმა ბოლო წლებში მხოლოდ დააჩქარა ყველაფერი ის, რისი თავიდან აცილებაც მას თავად სურდა, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ 25% უჭედა მხარს ნატოში გაწევრიანებას, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-მდეა გაზრდილი. ნატო-ც იძულებული გახდა უფრო მეტი ძალები განეთავსებინა რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რაც რუსეთს, როგორც პუტინი ამბობს, არ სურს.

ნატო-ში თავდაცვის ხარჯები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, და რა თქმა უნდა, მანამდე იყო საქართველო. ასე რომ, ყველაფერი რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს,  ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომლითაც მას, მისივე თქმით, სიარული სურს. ისინი ნატოსგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენ, მაგრამ ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში რუსეთი შეიჭრა", - თქვა ბლინკენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics