|
2022-01-10 10:31:06, 1082 ნახვა
მსოფლიო
ევროპის ქვეყნებში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ზრდის ფონზე კოვიდშეზღუდვები გამკაცრდა, რაც ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ დემონსტრაციებში, რომლებიც ბელგიასა და ჩეხეთში კვირას, ხოლო გერმანიასა და ავსტრიაში შაბათს გაიმართა, ათასობით ადამინმა მიიღო მონაწილეობა. გამოცემა წერს, რომ კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეებმა ატარეს ბანერები წარწერით - „ვაქცინაციის დიქტატურა“ და გამოხატეს აღშფოთება ე.წ კოვიდპასპორტების მოთხოვნაზე რესტორნებსა, ბარემსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე შესვლისთვის. პოლიციამ პროტესტის 11 მონაწილე პიროტექნიკის ტარებისთვის, 30 ადამიანი კი, დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, პოლიციისთვის „ჭურვების“ სროლითვის დააკავა. პრაღაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხელისუფლების გეგმა, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქფცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვისა და პროფესიის წარმომადგენლებისთვის. დედაქალაქში მსვლელობისას დემონსტრანტები სკანდირებდნენ - „თავისუფლება“. გერმანიაში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ აქციები შაბათს გაიმართა. პროტესტი თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის, ფრანკფურტში, დიუსელდოფრსა და ჰამბურგში მიმდინარეობდა. ჩრდილოეთით საპროტესტო აქციაზე 13 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთმა დემონსტრანტმა შეშფოთება გამოთქვა საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში მომუშავე ადამიანების ვაქცინაციის მიმართ. გერმანიაში კონტრაქციებიც გაიმართა. დასავლეთის ქალაქ მინდენში, დაახლოებით 2 500-მა ადამიანმა შექმა „ცოცხალი ჯაჭვი“ ადგილობრივი პოლიტიკოსების სოლიდარობის ნიშნად, რომლებსაც კონტრსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა მთავრობის მიერ შემოღებული კორონავირუსის საწინაარმდეგო შეზღუდვების წინააღმდეგ. შაბათს, დაახლოებით 40 000-მა ადამიანმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა მთავრობის გეგმის წინააღმდეგ. ავსტრიაში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები იმატებს და მიუხედავად „ლოქდაუნისა“, რომელიც ქვეყანაში იყო გამოცხადებული, ინფიცირების ტემპი კვლავ იზრდება.
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)