|
2021-12-25 11:23:07, 2360 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია. შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 23 კილო და 759 გრამი „ჰეროინი“, 12 127 ტაბლეტი „სუბუტექსი“, ცხრა კგ კოკაინი, 220 გრამი „მდმა“, 347 გრამი „მეტადონი“, ერთი ტონა და 655 კგ კანაფი, ერთი ტონა და 15 კგ „მარიხუანა“, „მდმას“ შემცველი 1 000 ტაბლეტი, 367 კაფსულა/ტაბლეტი „ტრამადოლი“, „მეტადონის“ შემცველი 125 ტაბლეტი, 896 გრამი კანაფის ფისი, 229 გრამი „ალფა პვპ“, 679 კაფსულა „პრეგაბალინი“, 260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“. სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)