|
2021-12-18 14:06:37, 784 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - პრემიერის ანგარიში მოიცავდა ყველა მიღწევას, ახალ ინიციატივას, რაზეც ჩვენმა კაბინეტმა მისი ხელმძღვანელობით წელს იმუშავა
„ანგარიში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას, იყო ძალიან კომპლექსური, მოიცავდა ყველა მიღწევას, ახალ ინიციატივას, შედეგს, რაზეც ჩვენმა კაბინეტმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე წელს იმუშავა. წელი უკვე მთავრდება და ეს იყო ამ პერიოდის ერთგვარი შეჯამება", - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს საზოგადოებისთვის წარდგენილ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საგულისხმოა, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მნიშვნელოვანი, წონადი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას და მთლიანად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სურათს შეეხებოდა. მინისტრის თქმით, გაზაფხულზე მთავრობამ ერთობლივად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა, პანდემიის მიუხედავად, უარი თქვა ეკონომიკის ჩაკეტვაზე, შედეგად კი სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, მისი ზრდის ტემპის დაჩქარება. „ამან საშულება მოგვცა, რომ ხელშესახები შედეგები დაგვედო თუნდაც, ტურიზმის აღდგენის, ექპორტის განვითარების თვალსაზრისით და ძალიან მყარი საფუძველი შეიქმნა იმისთვის, რომ უკვე მომავალი წლიდან უფრო მეტად ვიზრუნოთ მოსახლეობის იმ ფენებზე, ვისაც სახელმწიფოს მზრუნველობა სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რა თქმა უნდა, პრობლემებსა და გამოწვევებზეც, პირველი გამოწვევა - ეს არის სიღარიბე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ძალიან სასიამოვნოა, რომ აღნიშნული იყო ჩვენი პროგრამის, „აწარმოე საქართველოში" მნიშვნელოვანი როლი. წელს უკვე დაიწყო ახალი პროექტები, ახალი მიმართულებელი, ახალი პროგრამები - ეს არის მრავალშვილაინი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირება, ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტჩამნაცვლებელი დარგების ხელშეწყობა, მათ შორის საგრანტო კომპონენტით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ბიზნესსექტორს მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს. კერძოდ, მინისტრის თქმით, საუბარია იმაზე, რომ მომავალშიც 300 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა გამოიყოფა ქართული ბიზნესის დასახმარებლად. მინისტრის განცხადებით, პრემიერმა ასევე ხაზგასმით ისაუბრა ტურიზმის შესახებ და აღნიშნა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, მომავალ წელს, თითო ახალი პროექტის მომზადება გვაქვს დაგეგმილი.
„ბიუჯეტში გვაქვს გამოყოფილი გარკვეული თანხები იმისთვის, რომ ეს პროექტები მოკვლეულ იქნას და მომზადდეს ინვესტორებისთვის შესათავაზებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)