11:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 15:25:46, 1524 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო მასშტაბით ციხეში მყოფ ჟურნალისტთა რიცხვმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

ჟურნალისტტა დაცვის კომიტეტის წლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.

CPJ-ს ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას 293 რეპორტიორი დააკავეს, რაც 2020 წელთან შედარებით 13-ით მეტია.

ამასთანავე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სულ მცირე 24 ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, მათგან 18 რეპორტიორი ბუნდოვან ვითარებაში დაიღუპა.

კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ციხეში მყოფ ჟურნალისტთა რაოდენობით, უკვე ზედიზედ მესამე წელია, ჩინეთი იმყოფება. მიანმრმა, აქციებზე მედიის დარბევის შემდეგ, რომელიც 1-ელ თებერვალს სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა, მეორე ადგილი დაიკავა. ხუთეულშია ასევე ეგვიპტე, ვიეტნამი და ბოლო ადგილს, ბელარუსი იკავებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინა წლებში თურქეთი ციხეში ჟურნალისტთა რაოდენობით მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა, ახლა კი მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. CPJ-ის ცნობით, 2020 წელს თურქეთმა ციხიდან 18 ჟურნალისტი გაათავისუფლა.

ანგარიშის მიხედვით, ციხეში ჟურნალისტთა მყოფი ქვეყნების ათეულში შედიან რუსეთი, ირანი და ეთიოპია. ამასთანავე, მსოფლიო მასშტაბით 293 ციხეში მყოფი ჟურნალისტებიდან 40 ქალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics